2015 წლის 2 ივნისს
, შუაფხოს საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბში გაიმართა შეხვედრა დისკრიმინაციის თემაზე. საკითხის საილუსტრაციოდ ჰოლოკოსტი იქნა
შერჩეული. მოცემულ საკითხთან დაკავშირებით , VIII კლასის მოსწავლემ ბარბარა ჯაბანიშვილმა წარმოადგინა
პრეზენტაცია, რომელიც სამოქალაქო განათლების პედაგოგთან ერთად მოამზადა. პრეზენტაცისა
ასახავდა ებრაელთა დევნსა და მასობრივი განადგურების ფაქტებს მეორე მსოფლიო ომის პერიოდის
ევროპაში. შეხვედრას მოსწავლეები და პედაგოგები ესწრებოდნენ. დამსწრეებმა იმსჯელეს
ჰოლოკოსტის მიზეზების ირგვლიდ და დაგმეს მომხდარი საშინელებანი.
პრეზენტაციის
დასრულების შემდეგ, ბავშვებმა და პედაგოგებმა იხილეს ჩარლი ჩაპლინის სახელგანთქმული
ფილმი „დიდი დიქტატორი“. ფილმმა დიდი ინეტრესი გამოიწვია.