"არა თამბაქოს!"

2015 წლის თებერვალში  შუაფხოს საჯარო სკოლაში თამბაქოს საწინააღმდეგო აქცია მოეწყო, სახელწოდებით „არა თამბაქოს“. აქციას ორგანიზატორობა გაუწია IX კლასის მოსწავლემ, სამოქალაქო განათლების კლუბის ხელმძღვანელმა  სოფო მიქელაშვილმა. პირველ რიგში მოძიებული იქნა საინფორმაციო მასალა თამბაქოს შესახებ, -საიდან და რა გზებით გავრცელდა ევროპაში , რა მავნე ზეგავლენას ახდენს ადამიანზე. შემდეგ მომზადდა ბუკლეტები, რომლის ერთ მხარეზეც განთავსდა ინფორმაცია, მეორეზე კი სიმბოლური გამოსახულება -„მოწევა კლავს“. 


აქცია 27 თებერვალს განხორციელდა, სკოლის ეზოში. სოფო მიქელაშვილი შეკრებილ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ესაუბრა თამბაქოს შემადგენლობაზე, მისგან  გამოწვეულ დაავადებებზე, დამოკიდებულების მიზეზებზე და თამბაქოსაგან  თავის დაღწევის აუცილებლობაზე, დაურიგა მათ საინფორმაციო ბუკლეტები. აქცია საინტერესო აღმოჩნდა როგორც ბავშვების , ისე უფროსებისათვის. შეკრებილმა პედაგოგებმა აღნიშნეს, რომ ამ საკითხზე ერთჯერადი აქციით არ უნდა შემოიფარგლონ და მუდმივად არის საჭირო გარკვეული ღონისძიებების გატარება. დასკვნით ეტაპზე, მოსწავლეებმა საინფორმაციო ბუკლეტები გაავრცელეს თემში

Комментариев нет:

Отправить комментарий