ტექნიკა- ფანტასტიკის საზღვრებში!


თანამედროვე ეპოქაში ტექნიკის განვითარებამ მართლაც არნახულ მასშტაბებს მიაღწია, ძნელია წარმოსადგენია თითოეული ჩვენგანის ცხოვრება მის გარეშე. ეს უკვე აღარ არის ფუფუნება , ეს ცხოვრებისეული აუცილებლობაა. ის რაც წლების წინ
წარმოუდგენლად ეჩვენებოდა ადამიანს, დღეს უკვე რეალობაა, თუმცა ჩვენ იოლად ვეგუებით ყოველგვარ სიახლეს და ახალი, მზარდი მოთხოვნილებები გვიჩნდება. ტექნიკა და ტექნოლოგიური სიახლეები პატარა, საზღვრისპირა სოფელში მცხოვრებ ბავშვებს შორის უფრო ხშირად არის სალაპარაკო თემა , ვიდრე ადგილობრივ ყოფასთან დაკავშირებული საკითხები; კომპიუტერული თამაშები აქაც დიდი პოპულარობით სარგებლობს და ხშირად ბავშვები აქტიურ გართობას კომპიუტერთან ყოფნას ამჯობინებენ.
25 ნოემბერს სამოქალაქო აზროვნების განვითარების ხელშემწყობ კლუბში დისკუსია მოეწყო, თემა სამეცნიერო ტექნიკური პროგრესის დადებითი და უარყოფითი მხარეები
იყო. მოსწავლეებმა თავად განმარტეს სამეცნიერო–ტექნიკური პროგრესის არსი ( მათ შესწავლილი ჰქონდათ შესაბამისი მასალა) და ისაუბრეს იმ საკითხზე, თუ რა ადგილი უჭირავს ტექნიკას მათ ცხოვრებაში.
შემდეგ კლუბის წევრებმა იხილეს PowerPoint-ში მომზადებული პრეზენტაციები, ერთი მათგანი შეეხებოდა მობილურ ტელეფონს,, ხოლო მეორე კი –კომპიუტერულ ტექნოლოგიებს, პრეზენტაციებში მიმოხილული იყო
აღნიშნული ტექნიკის ზეგავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე,  უსაფრთხოების წესები, რომელიც უნდა დაიცვას მოსწავლემ მათი გამოყენების პროცესში.
ყურადღება გავამახვილეთ პროგრესის უფრო დიდ საფრთხეზე, რასაც ატომური ტექნოლოგიების განვითარება ჰქვია.  ფიზიკის პედაგოგმა ვალიდა ბაგაურმა მიმოიხილა ჩერნობილის კატასტროფის ამბები. კადრები რომ ბავშვებისათვის  ძალიან დამთრგუნველი არ ყოფილიყო   , მათ ვაჩვენეთ უკრაინელი მხატვრის –ქსენია სიმონოვას ლამაზი ქვიშის ანიმაცია „მარადიული ცრემლები“. ანიმაციამ მნახველთა დიდი მოწონება დაიმსახურა.
შემდეგ მოეწყო დისკუსია. ბავშვები დავყავით წყვილებად , რომელთაც მივეცით განსაზღვრული დრო საკითხთან თავიანთი დამოკიდებულების ჩამოსაყალიბებლად. დრის გასვლის შემდეგ კლუბის წევრებმა
წარმოადგინეს თავიანთი შეხედულებები, იკამათეს წამოჭრილი პრობლემების ირგვლივ. ეპიზოდები მათი ნააზრევიდან ასე გამოიყურება:
„ჩემი აზრით ტექნიკა უნდა განვითარდეს, მაგრამ ისე რომ გამოსხივება და რადიაცია მაქსიმალურად შემცირდეს“
„მე მიმაჩნია, რომ  პროგრესზე უარი ვთქვათ, სჯობს იყო ჯანმრთელი და თუნდაც ჩამორჩენილი J
„ვფიქრობ, რომ ტექნიკა უნდა განვითარდეს, მაგრამ არ უნდა აშენდეს ატომური ელექტროსადგურები; ჩვენ უნდა დავიცვათ უსაფრთხოების წესები“
VI  კლასელმა გიორგი ელიზბარაშვილმა თავისი ნააზრევი შემდეგნაირად ჩამოაყალიბა:
„ჩემი აზრით, ახალი ტექნოლოგიები კარგია იმ მხრივ, რომ განვითარებულია ტექნიკა , კომპიუტერები, ტელეფონები, ფაბრიკა–ქარხნები და ა. შ. მაგრამ ზოგიერთ ტექნოლოგიას აქვს გამოსხივება, ზოგს გამონაბოლქვი. მე მინდა ტექნიკა ისე განვითარდეს, რომ დაცული იყოს ჩვენი უსაფრთხოება!“
უმრავლესობის პოზიცია ასეთი იყო: ტექნოლოგიებზე უარის თქმა ძნელია, მაგრამ მაქსიმუმი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ადამიანის უსაფრთხოება იყოს დაცული.
დავით ჩივაძე, ვალიდა ბაგაური


Комментариев нет:

Отправить комментарий