1.
კლუბის მიზნები
- კლუბი ხელს შეუწყობს სკოლის მოსწავლეებსა და თემში სამოქალაქო აზროვნების განვითარებას.
- მოსწავლეებში განავითარებს იმ უნარ–ჩვევებს, რომლებიც აუცილებელია , რათა ისინი ჩამოყალიბდნენ სამოქალაქო საზოგადოების აქტიურ წევრებად.
- მოახდენს სხვადასხვა ღონისძიებებისა და აქტივობების ორგანიზებას, რომლებიც მოსწავლეებსა და თემში აამაღლებს სამოქალაქო განათლების დონეს.
- დაამკვიდრებს ცხოვრების ჯანსაღ წესს.
2.
კლუბის წევრობა
- კლუბის წევრი შეიძლება გახდეს VI-IX კლასის ნებისმიერი მოსწავლე.
- კლუბის წევრი ვალდებულია იმოქმედოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ფარგლებში და დაიცვას სკოლის შინაგანაწესი.
- კლუბის წევრობა ხორციელდება პირადი სურვილის საფუძველზე კლუბის ხელმძღვანელის ნებართვით.
- კლუბის წევრობის შეწყვეტა ხდება იმ შემთხვევაში, თუკი მისი წევრის ქცევა არაერთგზის ეწინააღმდეგება კლუბის წესებსა და მიზნებს.
3.
კლუბის სტრუქტურა
- კლუბს ხელმღვანელობს მოსწავლე, რომელსაც ირჩევენ ერთი წლის ვადით
- ხელმძღვანელის კანდიდატურის განხილვა და დამტკიცება ხდება კლუბის წევრების 2/3 –ის მიერ
- კლუბის სამოქმედო სტრატეგიასა და ღონისძიებებს ამტკიცებს კლუბის წევრების უმრავლესობა
Комментариев нет:
Отправить комментарий