ლუკას სახარება


    2014 წლის 28 ნოემბერს სამოქალაქო აზროვნების განვითარების ხელშემწყობ კლუბში  ფილმის ჩვენება და  დისკუსია მოეწყო. მოსწავლეებმა იხილეს გოდერძი ჩოხელის ფილმი „ლუკას სახარება“.  ბავშვები ინტერესით მოეკიდნენ მათი თანატოლის ცხოვრებას , რომელიც რეჟიმის სისასტიკის გამო რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა.

       დისკუსია შეეხებოდა  საბჭოური რეჟიმის დამოკიდებულებას ადამიანის უფლებებთან და თავისუფლებებთან, საბჭოურ სკოლაში არსებულ ვითარებას, მოსწავლეებმა განიხილეს რა გავლენას ახდენს პიროვნების ჩამოყალიბებაზე მსგავსი დამოკიდებულებანი.  ბავშვებმა აღნიშნეს , რომ ფილმი ძნელად საყურებელია , რაკი მძიმე ემოციებითაა დატვირთული , მაგრამ საინტერესო და  მრავლის მომცემი.

Комментариев нет:

Отправить комментарий