სამოქალაქოა აზროვნების განვითარების
ხელშემწყობი კლუბი შუაფხოს საბაზო საჯარო სკოლაში 2013 წლის ოქტომბერში დაფუძნდა. კლუბი არ არის ორიენტირებული მხოლოდ ფორმალურ განთლებაზე, მისი მიზანია ხელი შეუწყოს
პიროვნების ფორმირებას, აქტიური მოქალაქის
ჩამოყალიბებას, რომელიც აცნობიერებს საკუთარ უფლებებს , მოვალეობებსა და პასუხისმგებლობას,
რომელიც საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე აკისრია.
სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბების
თვალსაზრისით, ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ ბევრი
პრობლემაა, არა და ეს ის ბაზისია , რომელსაც დემოკრატიული სახელმწიფოს სისტემა უნდა
დაემყაროს. შესაბამისი პრინციპების ჩამოყალიბება კი ადამიანში ადრეული ასაკიდანვე უნდა
მოხდეს. ასეთი გაერთიანებები ხელს უწყობს ბავშვებში ცოდნის შეძენას და იმ მრავალფეროვანი
უნარ–ჩვევების განვითარებას, რომელიც საჭიროა იმისათვის , რათა მომავალში საზოგადოების
ღირსეული წევრები გახდნენ.
დაგეგმილი იქნება ისეთი აქტივობები,
რომლებიც დაეხმარებათ მოსწავლეებს გაანალიზონ პრობლემა და მოძებნონ მისი გადაჭრის გზები,
ჩამოუყალიბდეთ მართებული პოზიცია საზოგადოებრივად აქტუალური საკითხების ირგვლივ, განუვითარდეთ
პირადი და კოლექტიური პასუხისმგებლობის გრძნობა, ერთობლივი ძალით დაძლიონ სირთულეები.
რაც ძალიან მნიშვნელოვანია ,
კლუბი უნდა იყოს თემთან აქტიურ ურთიერთობებზე ორიენტირებული. მოსწავლეთა მუდმივი კომუნიკაცია
თემთან, ხელს შეუწყობს მათ სოციალიზაციას და აუმაღლებთ მოქალაქეობრივ ცნობიერებას; მეორეს მხრივ გაიზრდება თემის ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში.
Комментариев нет:
Отправить комментарий