11 დეკემბერს სამოქალაქო აზროვნების განვითარების
ხელშემწყობ კლუბში დისკუსია გაიმართა, თემა ტრადიციული წარმოება იყო. სადემონსტრაციოდ
ერთი საინტერესო საკითხი ავირჩიეთ, კერძოდ ხალიჩების ქსოვა. თემა შემთხვევით არ ყოფილა
შერჩეული, ბოლო ორი თვის მანძილზე შუაფხოს საჯარო სკოლაში მიმდინარეობდა პროექტი „ხელსაქმის სკოლა“, რომლის ფარგლებშიც გაიმათა , როგორც ტრადიციული ხელსაქმის სწავლება, ასევე
ჩატარდა კვლევა , მომზადდა სხვადასხვა ღონისძიებანი;
კლუბის წევრები თავადაც ამ პროცესის მონაწილენი
იყვნენ; ბუნებრივია, საინტერესო იყო მათი დამოკიდებულების გარკვევა.
ხალიჩების წარმოება რთული და შრომატევადი პროცესია.მისი
ისტორია ათასწლეულებს ითვლის, თუმცა ისევე, როგორც ათასწლეულების წინ, დღესაც იქსოვება
ხელით,პრიმიტიულ დაზგაზე. ძველად , ხალიჩის ქსოვის ცოდნა, ქალის საოჯახო განათლების ნაწილი იყო აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, თუმცა
დღეს ამ ხელობას ცოტა მიმდევარი ჰყავს. მიუხედავად იმისა, რომ ხალიჩები ფაბრიკულად
იწარმოება, ხელით ნაქსოვს თავისი
ხიბლი და განსხვავებული ღირებულება აქვს.
ხიბლი და განსხვავებული ღირებულება აქვს.
ბავშვებმა იხილეს PowerPoint-ში მომზადებული პრეზენტაცია,
შემდეგ გაეცნენ მცირე
ზომის ვიდეო სიუჟეტს, რომელშიც მოთხრობილი იყო ფშაური ხალიჩების
შესახებ.ასევე იხილეს კლიპი , colors of my culture, რომელშიც ასახული
იყო ირანული ხალიჩის დამზადების პროცესი. ირანი იმ სახელმწიფოთა სათავეში დგას, სადაც
ამ ტრადიციას დიდი ისტორია აქვს.
ბავშვებს მიეცათ განსაზღვრული დრო, რათა ჩამოეყალიბებინათ
თავიანთი შეხედულებენი და წარმოედგინათ არგუმენტები.
VI კლასელი თინა თვლის, რომ ტრადიციების შენარჩუნება
აუცილებელია, მართალია ახლა ბავრი რამ მზადდება ფაბრიკა–ქარხნებში, მაგრამ ისინი არ
არის ისეთი ლამაზი და ორიგინალური, როგორც ხელით დამზადებული.
VI კლასის მოსწავლე ანას აზრით , ადამიანებს უნდა ჰქონდეთ
არჩევანის უფლება, ვისაც სურვილი აქვს, მან შეიძინოს ფაბრიკული ნაწარმი, რადგან არიან
ადამიანები, რომელთაც არ გააჩნიათ სათანადო სურვილი და მონდომება. პირადად მისთვის
კი ასეთი ნამუშევრების კეთება ღირს.
მოსწავლეების უმეტესი ნაწილი ფიქრობს , რომ ტრადიციული წარმოების წესების
შენარჩუნება აუცილებელია, რაკი მათთვის ეს ასოცირდება ტრადიციების შენარჩუნებასთან,
წინაპართა მიერ დატოვებული ცოდნის გაფრთხილებასთან. თუმცა , მეორეს მხრივ , იმასაც
ხედავენ, როგორ გააიოლა ტექნიკამ ადამიანის შრომა და რომ, სულ უფრო უფრო ნაკლებ ადამიანს
აქვს სურვილი ხელი მიჰყოს შრომატევად საქმეს, რომლის შედეგიც არ მოდის შესაბამისობაში
გაწეულ გარჯასთან. მათი შეხედულებით, ჟამთა სვლის კვალდაკვალ ბევრი რამ იცვლება, ზოგი წეს–ჩვეულება და ტრადიცია
დავიწყებას ეძლევა, თუმცა ჩვენ მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ, რომ რაც ღირებულია, ის შევინარჩუნოთ.
დავით ჩივაძე
Комментариев нет:
Отправить комментарий