მე ვარ სოფო მიქელაშვილი, კლუბის ხელმძღვანელი,
13 წლის; დავიბადე ქალაქ ეკატერინებურგში, ახლა ვსწავლობ შუაფხოს საჯარო სკოლაში, მინდა
გამოვიდე პედაგოგი. ჩემი ჰობია წიგნების კითხვა, თანამედროვე მუსიკის მოსმენა, მაგრამ
არ მიყვარს სიმღერა J . ვარ კომუნიკაბელური, შემიძლია
ადამიანებთან ურთიერთობა, მიყვარს მეგობრებთან დროის გატარება.
კლუბის წევრობა იმიტომ მინდა, რომ მაინტერესებს
ახალი ტიპის გამოცდილების მიღება, ვფიქრობ, რომ შევიძენ ახალ უნარ–ჩევებს, რომელიც
საზოგადოებრივ ცხოვრებაში გამომადგება.
მე ვარ ანა გულბათიშვილი , ვარ 13 წლის, ვსწავლობ
შუაფხოს საჯარო სკოლაში, ჩემი ჰობია, ხატვა, ისტორიული კინოების ყურება.
კლუბის წევრობა იმიტომ მინდა, რომ ვარ პოზიტიური
ადამიანი და ყველა დავალებას მოვეკიდები სრულყოფილად, გამოვხატავ ჩემს შესაძლებლობებს
და გავიზიარებ სხვა ადამიანის შეხედულებებს.
მე ვარ გია გულბათიშვილი, 12 წლის, ვარ შუაფხოს საჯარო სკოლის მოსწავლე, მიყვარს კომპიუტერთან მუშაობა, თამაში, ფილმების ყურება.
კლუბის შექმნის იდეა ძალიან მომეწონა, ვფიქრობ
, რომ ბევრი საინტერესო იდეის განხორციელებას შევძლებთ და მეც აქტიურ მონაწილეობას
მივიღებ.
მე ვარ თორნიკე იარაჯული, 14 წლის, ვსწავლობ შუაფხოს საჯარო სკოლის მეცხრე კლასში; ვარ მეგობრული ადამიანი, მიყვარს ადამიანებთან კონტაქტი, მომწონს ნადირობა. ვარ პრინციპული პიროვნება, მიყვარს ჩემი ოჯახი, ხშირად ვსეირნობ ველოსაპედით.
ვფიქრობ, რომ ამ კლუბში ბევრ საინტერესო ღონისძიებას
დავგეგმავთ და ვისწავლით ერთობლივად პრობლემების მოგვარებას.
მე ვარ ბარბარა ჯაბანიშვილი, 12 წლის, ფშავიდან; ვცხოვრობ დუშეთის რაიონის სოფელ თხილიანაში, ვსწავლობ შუაფხოს საჯარო სკოლაში.
ჩემი ჰობია წიგნების კითხვა, ფილმების ყურება
და ფოტოების გადაღება; მინდა კლუბის წევრობა, რაკი ვფიქრობ რომ საინტერესო დისკუსიები
გაიმართება და ეს კი ძალიან მომწონს.
მიყვარს:
მეგობრების წრეში ყოფნა,
კომპიუტერი, წიგნების კითხვა.
ჩემი
ჰობია: ფეხბურთის თამაში,
მუსიკის მოსმენა...
მე ამ კლუბის
წევრი იმიტომ ვარ, რომ მომწონს
ჯგუფში, ერთობლივი მუშაობა,აზრთა
გაცვლა–გამოცვლა.
ვსწავლობ
შუაფხოს საჯარო სკოლის
მე–6 კლასში. მე დაინტერესებული ვარ არქეოლოგიით, ძალიან
მიყვარს სპორტი, თავისუფალ დრო ვარჯიშობ.
ვარ
აქტიური, კომუნიკაბელური პიროვნება.
ვფიქრობ ამ კლუბში ბევრ საინტერესო რაიმეს
გაკეთებას შევძლებ.
ძალიან მიყვარს
კითხვა, კომპიუტერული თამაშები.
თავისუფალ დროს ვუთმობ
ჩემს მეგობრებს, ვერთობით
ერთად და ვუზიარებთ შეხედულებებს.
ძალიან
მომეწონა კლუბის შექმნის
იდეა, ველოდები ბევრ საინტერესო სიახლეს.
ძალიან
მიყვარს სიმღერა. კლუბის
წევრობა იმიტომ გადავწყვიტე
რომ ვფიქრობ ,შევიძენ
ახალ ცოდნას და განვავითარებ ჩემს უნარებს.
კლუბის
წევრობა იმიტომ გადავწყვიტე,
რომ ვფიქრობ ბევრ საინტერესო
ღონისძიებას გავაკეთებთ.
Комментариев нет:
Отправить комментарий