ინსცენირებული სასამართლო

2015 წლის 12 მარტს შუაფხოს საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბში ინსცენირებული სასამართლო მოეწყო. ღონისძიებაში V-IX კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. სასამართლოს მონაწილეებმა ჩიტი გაასამართლეს, მოთხრობიდან
„ჩიტი და მელა“. მოსამართლის როლი VII კლასის მოსწავლემ  გიორგი ელიზბარაშვილმა შეასრულა, ბრალმდებელი მერვეკლასელი ანა გულბათიშვილი იყო, ჩიტს ბრალი შვილების მიმართ ჩადენილი დანაშაულისათვის წარედგინა J ჩიტის როლი მარიამ ჯაბანიშვილმა შეასრულა.
 ღონისძიება  ემსახურებოდა მოსწავლეებში მსჯელობის უნარის განვითარებას, დებატების კულტურის ჩამოყალიბებას. შერჩეული თემა მარტივი  იყო, მაგრამ საინტერესო და ყველა ასაკობრივი კატეგორიისათვის მისაღები. პროცესი საინტერესო გამოდგა, ბავშვები აქტიურად ჩაერთვნენ მსჯელობის პროცესში, გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები, ჩამოაყალიბეს პოზიციები.


Комментариев нет:

Отправить комментарий