–ვინც ეს დაწერა, ახლა, რის ღირსია?!
ხმა არ ამომიღია. ეს მე დავწერე. „რესპოდენტის“
გულისწყრომა წინადადებამ გამოიწვია, რომლის მიხედვით, უნარშეზღუდულ პიროვნებასთან ურთიერთობა
ადამიანზე დამთრგუნველ ზემოქმედებას ახდენს.
თუმცა, ეს ერთერთი სავარაუდო პასუხი იყო კითხვარში , რომლის მიზანიც უნარშეზღუდულ ადამიანებთან თემის დამოკიდებულების გარკვევა იყო. ჩემთვის
სასიამოვნო მოულოდნელობა იყო ერთის მხრივ ეს „გაღიზიანება“, მეორეს მხრივ ის კეთილგანწყობა და ინტერესი, რასაც ადამიანები ამ
საკითხთან მიმართებაში ამჟღავნებდნენ.
უნარშეზღუდული ადამიანების განათლების პრობლემატიკაზე
მასალების მომზადება და დებატების გამართვა
თავად მოსწავლეების იდეა იყო: საკითხი მეშვიდე კლასის მოსწავლემ – ანა გულბათიშვილმა წამოჭრა; იდეამ მეგობრებისაგან
მოწონება დაიმახურა. დებატების ორგანიზებაში, ჩემთან ერთან, სხვა პედაგოგებიც მონაწილეობდნენ:
ვალიდა ბაგაური, ნესტან ხორხომელიძე , თეა გაბრიაძე და მაიკო კუწაშვილი. საორგანიზაციო
საკითხებში კლუბის ხელმძღვნელი სოფო მიქელაშვილი აქტიურობდა.
მნიშვნელოვანი იყო საკითხთან თემის დამოკიდებულების
გარკვევა. წინდაწინ შედგენილი კითხვარით თემის ოცამდე მკვიდრი იქნა გამოკითხული. გამოკითხვის
ერთერთი მიზანი ისიც იყო გაგვერკვია, რა იცოდნენ
სოფლის მკვიდრთ ინკლუზიური განათლების შესახებ,
რომლის დანერგვაც განათლების სისტემაში მიმდინარეობს.
ღონისძიება 12 ნოემბერს ჩატარდა. კლუბის წევრები
, პედაგოგები აუდიტორიაში შევიკრიბეთ, კლუბის ხელმძღვანელმა დამსწრე საზოგადოებას შეკრების
მიზეზების შესახებ მოახსენა და გამოკითხვის შედეგებზეც ესაუბრა. გამოკითხვის შედეგების მიხედვით , ინკლუზიური
განათლების შესახებ სმენია 11 კაცს, არ სმენია 3 –ს, 6 კაცს გაუგია, თუმცა ტერმინის
არსში ვერ ერკვევა. გამოკითხულთა უმრავლესობას სანაცნობოში ან საახლობლოში ჰყავს შეზღუდული
შესაძლებლობების ადამიანები და მათი ნახევარი თვლის, რომ ასეთ ადამიანებს შეუძლიათ
საზოგადოებაში სრულყოფილი როლი ითამაშონ, დარჩენილთაგან უმეტესობას ამ საკითხზე არ
აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია. გამოკითხულთაგან
რვა პიროვნება თვლის , რომ შეზღუდული შესაძლებლობის მოსწავლეები შეზღუდვის არ
მქონე მოსწავლეებთან ერთად უნდა სწავლობდნენ, 6 ეწინააღმდეგება ამ მოსაზრებას, 4 –ს
კი ამ საკითხზე არ უფიქრია. მოწინააღმდეგეთა არგუმენტები ყველაზე ხშირად ის არის ,
რომ განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეები
დაიჩაგრებიან, ვერ აუწყობენ ფეხს თანატოლებს სწავლის პროცესში , ვერ შეძლებენ სრულფასოვანი
განათლების მიღებას. გამოკითხულთა დიდი ნაწილი თვლის რომ, ეს ადამიანები საზოგადოების
სრულფასოვანი წევრები არიან.
.
როდესაც სოფომ საუბარი დაასრულა, ბავშვებთან ერთად განვიხილე პრეზენტაცია PowerPoint-ში. პრეზენტაციის მიზანი იყო საზოგადოება გარკვეულიყო ტერმინ უნარშეზღუდულის რაობაში, ყურადღება გავამახვილეთ
შეზღუდული შესაძლებლობების ადამიანებთან საზოგადოების დამოკიდებულებაზე წარსულში და
დღეს, გავარკვიეთ ინკლუზიური მიდგომის ძირითადი პრინციპი.
პრეზენტაციის შემდეგ ფილმის ჩვენება გაიმართა.
საკითხის დემონსტრირებისათვის გიორგი გვიშიანის
დოკუმენტური ფილმი „როგორ ინგრევა კედელი“ შევარჩიეთ. ფილმი საინტერესო გამოდგა
და
დამსწრეთა სიმპათია დაიმსახურა. ყველაზე მნიშვნელოვანი, რისი დანახვაც ამ კადრებიდან შეიძლებოდა , ის შემართება იყო, რომლითაც ფილმის გმირები უმკლავდებოდნენ სირთულეებს, რომელთა წინაშეც ბედისწერამ დააყენა. ფილმმა დამსწრეთ კიდევ უფრო გაუღრმავა სიმპატია ამ ადამიანების მიმართ და მიუხედავად იმისა, რომ შემდეგ დებატები ხმაურიანად წარიმართა, მიზანი ყველასათვის ერთი იყო: როგორ გადავწყვიტოთ შეზღუდული შესაძლებლობების ადამიანთა თვითდამკვიდრების პრობლემა ისე, რომ ყველა მოგებული დარჩეს, თუმცა დებატების ორივე მხარე ამ საკითხის გადაწყვეტის განსხვავებულ გზებს ხედავდა.
დამსწრეთა სიმპათია დაიმსახურა. ყველაზე მნიშვნელოვანი, რისი დანახვაც ამ კადრებიდან შეიძლებოდა , ის შემართება იყო, რომლითაც ფილმის გმირები უმკლავდებოდნენ სირთულეებს, რომელთა წინაშეც ბედისწერამ დააყენა. ფილმმა დამსწრეთ კიდევ უფრო გაუღრმავა სიმპატია ამ ადამიანების მიმართ და მიუხედავად იმისა, რომ შემდეგ დებატები ხმაურიანად წარიმართა, მიზანი ყველასათვის ერთი იყო: როგორ გადავწყვიტოთ შეზღუდული შესაძლებლობების ადამიანთა თვითდამკვიდრების პრობლემა ისე, რომ ყველა მოგებული დარჩეს, თუმცა დებატების ორივე მხარე ამ საკითხის გადაწყვეტის განსხვავებულ გზებს ხედავდა.
ბავშვები, მათი პოზიციების შესაბამისად ორ გუნდად
გაიყვნენ, ერთი გუნდი იცავდა ინკლუზიური სწავლების
პრინციპს, მეორეს კი მისი საწინააღმდეგო არგუმენტები უნდა წარმოედგინა. თავდაპირველად
თითოეული გუნდს მოსაფიქრებელი დრო მიეცა და
მათ თავიანთი დასაბუთებული მოსაზრებები ფურცლებზე
ჩამოწერეს, შემდეგ დებატები დაიწყო.
ინკლუზიური სწავლების მომხრეთა ძირითადი არგუმენტები
დაახლოებით ასე ჟღერდა:
·
ყველა ბავშვის უფლებაა ისწავლოს ერთნაირ სასწავლო გარემოში.
·
ასეთი ტიპის განათლება შშს ბავშვებს საშუალებას აძლევთ განვითარდნენ ისწავლონ
ურთიერთობები.
·
ყველა ადამიანს შეიძლება შეექმნას უნარშეზღუდულობის პრობლემა, ისინი არ
უნდა გარიყოს საზოგადოებამ.
მოწინააღმდგეები თავიანთ აზრს შემდეგნაირად ასაბუთებდნენ:
·
სასწავლო პროცესში ძალიან ძნელია ისეთი გარემოს შექმნა, რომ ყველა ბავშვმა, შესაძლებლობების მიუხედავად, თანაბრად შეძლოს განათლების მიღება.
·
სპეციალურ სკოლებში უნარშეზღუდულ ბავშვებს გაცილებით მეტის სწავლა შეუძლიათ,
ვიდრე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში.
·
ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის პედაგოგები და სასწავლო გარემო ხშირად არ
არის მზად ასეთი მოსწავლეების მისაღებად.
დებატები ხმაურიანი გახდა და შეიძლება ითქვას,
გარკვეულ მომენტში „გაგვექცა“ კიდეც; მოგვიანებით პროცესში პედაგოგებიც ჩაერთვნენ,
თუმცა ეს ფაქტები ხაზს უსვამდა თემისადმი ინტერესს და საკითხის აქტუალობას.
დებატების ბოლოს ორივე მხარემ თავისი პოზიციები
შეაჯერა და საკითხისადმი თავისი დამოკიდებულება ლოზუნგით გამოხატა; მოწინააღმდგეთ თავიანთ
მიდგომა შემდეგნაირად ჩამოაყალიბეს : „მოვემზადოთ ურთიერთობებისათვის!“. მათ ამ სიტყვების
არსი შემდეგნაირად აგვიხსნეს: მართალია, ჩვენ ერთი საზოგადოების ნაწილი ვართ, მაგრამ
ჩვენთან რომ ასეთი სწავლება განხორციელდეს, ამისათვის ბევრი რამ უნდა შეიცვალოს: სათანადოდ უნდა აღიჭურვოს სკოლები, გადამზადდნენ პედაგოგები
და ა. შ. წინააღმდეგ შემთხვევაში შედეგი არ იქნება.
ინკლუზიის მომხრეებმა თავიანთი აზრი უფრო სიმბოლურად
გამოხატეს „ჩვენ ვაძლიერებთ ერთმანეთს!“.
ამ სიტყვებმა , მე პირადად, ეკზიუპერის ფრაზა
გამახსენა:
„შენ თუ ჩემგან განსხვავებული ხარ, ამით არათუ
მაკნინებ, არამედ მამდიდრებ!“
მერე რა, რომ ერთმანეთისაგან განვსხვავდებით:
ყველანი , ჩვენი ყველა თვისებით მრავალფეროვანი
სამყაროს ნაწილი ვართ; ცხოვრებაში ყველა ადამიანს
საკუთარი ადგილი და მისია აქვს , ჩვენი ვალია ვუჩვენოთ გზა ერთმანეთს ამ ადგილის
მოძებნად , პატივი ვცეთ ერთმანეთის ღირსებებს და დავეხმაროთ ნაკლოვანებებისა და სირთულეების
დაძლევაში, რადგან მხოლოდ ასეთი ადამიანები აყალიბებენ ჭეშმარიტ საზოგადოებას.
დათო ჩივაძე
Комментариев нет:
Отправить комментарий